ზივზივაძე და ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში

0
7

უნგრეთის უმაღლესი დივზიონის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში csakfoci.hu-ს ვერსიით ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა – ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე. განვლილ ტურსი „უიპეშტი“ სტუმრად „პაკშის“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდების ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძისი წყალობოთ მოიგო.„პაკში“ 24-ე წუთზე ადამის გატანილი პენალტით დაწინაურდა.
37-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბუდუ ზივზივაძმ უზუსტესი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ბერიძეს, რომელმაც თავით გაიტანა.
56-ე წუთზე ბერიძის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ისევ ქართველს მიუვიდა, რომელმაც პასი კარის წინ მდგომ ზივზივაძეს გაუკეთა, ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია.
ბერიძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ზივზივაძის ანგარიშზე „უიპეშტში“ ჩატარებულ 7 შეხვედრაში გატანილი 7 ბურთია. ის მარტის თვეში უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სპეციალური პრიზი გადასცეს. ზივზივაძე ტური სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში მეექვსედ მოხვდა.