ფაბრიციო რომანო: “კვარაცხელია მომავალ სეზონში “ნაპოლიში” გადავა”

0
7

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” გადავა. მან თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ “ნაპოლიმ”  კონტრაქტის დეტალები შეათანხმა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბთან, რომელიც იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ წამყვან კლუბში მომავალ სეზონში გადავა. ფაბრიციო რომანო იმ ჟურნალისტების რიცხვსს მიეკუთვნება, რომელიც ტრანსფერებზე  ბოლომდე დადასტურებელა ინფორმაცია ავრცელებს და მისი პროფგნოზი ფაქტობრივსად ყოველთვის მართლდება.
მანამდე, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ “ნაპოლი” მზადაა კვარაცხელიას სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. კვარაცხელიას ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 1,1 მილიონი ევრო იქნება.
ამჟამად, 21 წლის მოთამაშე ბათუმის “დინამოში” გამოდის, რომელსაც ყაზანის “რუბინიდან” წამოსვლის შემდეგ შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.