პეპ გვარდიოლა: “ეს სხვა თამაში იქნება”

0
8

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მადრიდში “ატლეტიკოსგან” პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებულ თამაშს ელოდება. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი მანჩესტერელებმა შინ 1:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო თამაში ხვალ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.
“ეს სხვა თამაში იქნება – არა ისეთი როგორიც გასულ კვირაში შედგა. “ატლეტიკო” სახლშია და მას მხარს გულშემატკივრები უჭერენ. თავის სტადიონზე ისინი პრობლემას ყველას უქმნიან – თავს იცავენ და უტევენ. წინა კვირასთან შედარებით “ატლეტიკო” თავდასხმაში უფრო ინტენსიურად იმოქმედებს. ჩვენ ადაპტაცია მოგვიწევს. თუ მეტოქე დაწინაურდება, მაშინ ანგარიშის გასათანაბრებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ანგარიშის ვერგახსნის შემთხვევაში, შესაძლოა დაცვაში უფრო ღრმად “ჩავჯდეთ” – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.