მამარდაშვილის “მშრალი” სერია შეწყდა

0
4

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის ზედიზედ 3-მატჩიანი მშრალი სერია დასრულდა. 31-ე ტურში „ვალენსია“, რომლის კარსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი იცავს სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ შეხვდა და ქულა აიღო. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 57-ე წუთზე სტუმრები კარლოს სოლერმა დააწინაურა. 83-ე წუთზე მასპინძლებდან თავი სერხი გვარდიოლამ გამოიჩინა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ. მამარდაშვილს გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 14-ჯერ ითამაა და 7-ჯერ გოლი არ გაუშვა, ხოლო თასზე ჩატარებული 2 შეხვედრიდან კარი „მშრალად“ ერთხელ შეინახა. „ვალენსია“ 42 ქულით 20-გუნდიან ესპანეთი ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.