იურგენ კლოპი: „ჩვენი მიზანია ვიყოთ გუნდი, რომელთან თამაში არავის სურს“

0
7

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ ლისაბონის „ბენფიკასთან“ ჩასატარებელი საპასუხო შეხვედრა სუპერმნიშვნელოვანია. ინგლისეპებმა პირველ მატჩში პორტუგალიელები სტუმრად 3:1 დაამარცხეს.
„ჩვენ სუპერდაძაბული გრაფიკი გვაქვს. „ლივერპულს“ ტრავმირებულები არ ჰყავს, მაგრამ ის ფეხბურთელები უნდა შევარჩიოთ, რომლების საკმაოდ დასვენებულნი არიან. ჩვენთვის „ბენფიკასთან“ შეხვედრა სუპერმნიშვნელოვანია. გასულ წელს ძალიან ვცდილობდით, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოვხვედრილიყავით, ხოლო ახლა ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს, რაც დაუჯერებელია. „ბენფიკასთან“ კარგი პირველი თამაში ჩავატარეთ, რომელიც მომეწონა.
ჩვენი მიზანია ვიყოთ გუნდი, რომელთან თამაში არავის სურს. გვინდა, რომ საფეხბურთო კუთხით ძალიან აგრესიულად ვიმოქმედოთ, თავი კარგად დავიცვათ და თამაშის სხვადასხვა მეთოდები ვიცოდეთ“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს ВВС.