დიეგო სიმეონე: „ჩვენი სტილის შეცვლას არ ვაპირებთ“

0
8

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს თქმით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ შინ გასამართ საპასუხო შეხვედრაში სათამაშო სტილის ძალიან შეცვლას არ აპირებს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ესპანელებმა სტუმრად ინგლისელებთან 0:1 წააგეს, ხოლო საპასუხო თამაში ხვალ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება.
„ჩვენი სათამაშო სტილის ძალიან შეცვლას არ ვაპირებთ. შესაძლებლობა უნდა გამოვნახოთ და მომენტები შევქმნათ. იმედია, პირველ მატჩთან შედარებით უკეთეს კომბინაციურ ფეხბურთს ვითამაშებთ, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადავალთ და ხარიასხიანად გამოვიყენებთ უპირატესობას, რომელსაც კონტრშეტევები გვაძლევს.
იმედია, მოთამაშეები ფანტასტიკურ საღამოს ჩაატარებენ. ჩვენ ძალიან მოტივირებულნი ვართ და ასეთ თამაშში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.