წიტაიშვილმა პოლონეთში საგოლე გადაცემით და გამარჯვებით დაიწყო

0
18

გიორგი წიტაიშვილის დებიუტი პოლონეთის ექსტრაკლასაში წარმატებული აღმოჩნდა. 28-ე ტურში კრაკოვის „ვისლამ“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გასულ კვირაში შეუერთდა ზაბჟეს „გურნიკი“ მიიღო და 4:1 გაიმარჯვა.
წიტაიშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და 7 წუთში საგოლე გადაცემა სავიჩს გაუკეთა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. 21 წლია ქართველმა „ვისლასთან“, რომელიც 28 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„რაკუვმა“ „შლიონსკი“ მიიღო და შეხვედრა 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. ახალგაზრდა შუახაზელი ლუკა გაგნიძე განაცხადში მოხვდა, მაგრამ მისი დებიუტი გადაიდო. „რაკუვი“ 56 ქულით მე-3 პოზიციაზეა.