თომას ტუხელი: “ნაკლებად სავარაუდოა ჩამორჩენა აღმოვფხვრათ, მაგრამ ცდა ღირს”

0
9

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელის აზრით, ნაკლებად რეალურია, რომ მისმა გუნდმა მადრიდის “რეალთან” ჩამორჩენა აღმოფხვრას. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრის წინ ისაუბრა, რომელიც ხვალ მადრიდში შედგება. “ჩელსიმ” პირველი თამაში შინ 1:3 წააგო.
“ეს წარმოუდგენლად რთული გამოცდა და მძიმე ამოცანა პირველი მატჩის გათალისწინებით და იქიდან გამომდინარე სად ვთამაშობთ. პირველ მატჩში არასაკმარისად აგრესიულად ვმოქმედებდით. ამასთანავე მეტოქეს ფიზიკური მომზადების მხრივ აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რადგან “რეალი” მთელი წელი 5 შეცვლით თამაშობდა, ხოლო ჩვენ ყველაზე მომთხოვნ ლიგაში ვთამაშობთ და სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი მატჩი ჩავატარეთ.
გასაგებია, რომ ნაკლებად სავარაუდოა ჩამორჩენა აღმოვფხვრათ, მაგრამ ცდა ღირს. ცდა ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. მთელ ძალას დავხარჯავთ და არ შევხედავთ იმას გვაქვს თუ არა შანსი, რომ შესაბამის შედეგს მივაღწიოთ. ეს დიდი მატჩია, დიდი საფეხბურთო საღამოა და ვეცდებით თავი უკეთესად გამოვავლინოთ, ვიდრე პირველ მატჩში” – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგევრდი.