კიტეიშვილის საგოლე პასი და გამარჯვება „აუსტრიასთან“

0
10

ოთარ კიტეიშვილმა გამოჯანმრთელების შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი საგოლე პასი მიითვალა. 26-ე ტურში ზედა ექვსეულში მყოფმა გრაცის „შტურმმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კიტეიშვილმა მეტოქის მცველების ზურგსუკან ბურთი ოსტატურად „ჩაუგდო“ სლოვენიელ ჯონ სტანკოვიჩს, რომელმაც თანაგუნდელი არ დააღალატა.
კიტეიშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს. 26 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 11-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. „შტურმი“ 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 12 ქულით ჩამორჩება.