იულიან ნაგელსმანი: “ბევრი ლაყბობა საჭირო არაა, საქმე უნდა გავაკეთოთ”

0
18

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ეიმედება, რომ მისი გუნდი ხვალ საუცხოო მატჩს ჩაატარებს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთის “ვილიარეალთან” გასამართ საპასუხო შეხვედრამდე ისაუბრა. გერმანელებმა პირველი თამაში სტუმრად 0:1 წააგეს.
“ამ სეზონში როდესაც გვჭირდებოდა შესაბამის შედეგს ყოველთვის ვაღწევდით. წარმატების მიღწევა ხვალ ასევე გვინდა. იმედია, საუცხოოდ ვითამაშებთ. ინტენსიურობა უნდა გავზარდოთ. ჩვენ ზეწოლას ვგრძნობთ, მაგრამ ბრილიანტი ზეწოლის ქვეშ ყალიბდება.  “ვილიარეალმა” პირველ შეხვედრაში პრესინგს თავი დააღწია. მნიშვნელოვანია, რომ უფრო სერიოზული ზეწოლა განვახორციელოთ. მეტოქეს იმის დრო არ უნდა მივცეთ, რომ მოედანზე თავისი ოსტატობა აჩვენოს. როდესაც საჭიროა ტაქტიკური ჯარიმებიც უნდა მივიღოთ. მეტოქე უნდა დავსაჯოთ იმის გამო, რომ პირველ მატჩში თავისი მომენტები ვერ გამოიყენა. ბევრი ლაყბობა საჭირო არაა, საქმე უნდა გავაკეთოთ” – იუწყება ნაგელსმანის ნათქვამს გერმანული პრესა.
“ბაიერნი” – “ვილიარელის” მატჩი ხვალ მიუნხენში “ალიანს არენაზე” შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.