ბერიძის და ზივზივაძის „შოუ“ უნგრეთში – ბუდუ მარტში უნგრეთში საუკეთესოა

0
18

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 27-ე ტურში გოლი ერთბაშად ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. „უიპეშტი“ სტუმრად „პაკშის“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდების ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძისი წყალობოთ მოიგო.
„პაკში“ 24-ე წუთზე ადამის გატანილი პენალტით დაწინაურდა. 37-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბუდუ ზივზივაძმ უზუსტესი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ბერიძეს, რომელმაც თავით გაიტანა.
56-ე წუთზე ბერიძის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ისევ ქართველს მიუვიდა, რომელმაც პასი კარის წინ მდგომ ზივზივაძეს გაუკეთა, ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია. 69-ე წუთზე მასპინძლებიდან ოსვატმა ავტოგოლი მიითვალა.
ბერიძე 72-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე „უიპეშტში“ ჩატარებულ 7 შეხვედრაში გატანილი 7 ბურთია. ის მარტის თვეში უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სპეციალური პრიზი გადასცეს. „უიპეშტი“ 36 ქულით 12-გუნდში მე-5 ადგილზეა.