თრილერი „საბურთალოს“ და „სიონს“ შორის, „დინამო“ თელავში ქულას დასჯერდა

0
9

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თბილისის „საბურთალომ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და უხვგოლიან თრილერში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
მატჩის მე-7 წუთზე თომა ტაბატაძე მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მისი ჩაწოდების შემდეგ თბილისელთა მეკარე ოთო გოშაძემ ბურთი ფეხით ცუდად მოიგერია და კართან ახლოს მყოფმა ლუკა ხორხელმა ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-18 წუთზე, იმავე თომა ტაბატაძის გადაცემის მერე, ნიკა ხორხელმა ცრუ მოძრაობით დავით უბილავა ჩამოიშირა და შორეულ კუთხესსი ზუსტად დაარტყა – 0:2.
ტაიმის მიწურულს თომა ტაბატაძემ თავის ყოფილ გუნდს ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაუტანა.
მეორე ტაიმი დაწყებიდან 7 წუთი მარჯვენა ფლანგიდან ხორვატმა მიოჩიმ გადაცემა ბოლნიესლთა საჯარიმოში ჩააოდა, სადაც ბურთს თავით მიმართულება ბაქარ ქარდავამ შეუცვალა, ხოლო ირაკლი იხარულიძემ ერთი შეხებით ანგარიში შეამცირა.
70-ე წუთზე მიოჩიმ საჯარიმო დარტყმი შერულები დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა – გიორგი ჯგერენაიამ დარტყმა სცადა და პასი სიხარულიძის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:2.
75-ე წუთზე ანდრო ნემსაძემ აკრძალური ილეთით გიორგი გულიაშვილი შეაჩერა და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა გააძევა.
ამ ეპიზოდიდან ოთხ წუთში „საბურთალოს“ საჯარიმოში შესულმა ნიკა ხორხელმა შეტევაში მარცხნიდან ჩართული ნიგერიელი რაფაელ ჩუკვურამ მოძებნა, რომელმაც ცრუ მოძრაობით ნოდარ იაშვილი ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით სტუმრები დააწინაურა – 2:3.
89-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა „სიონის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გულიაშვილმა თავით დაუგდო ბურთი იური ტაბატაძეს, რომელმაც შეუჩერებლად ზუსტად დაარტყა – 3:3.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მარცხენა ფლანგიდან თომა ტაბატაძის გადაცემის შემდეგ გოდერძი მაჩაიძემ ახლო მანძილიდან ნახტომსი თავით დაარტყა და მასპინძლები გოლის გაშვებისგან ნახტომში გოშაძემ იხსნა.
შეხვედრის ბოლო წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გოჩოლეიშვილმა ბოლნისელთა საჯარიმოში ბურთი მაღალი ტრაექტორიით ჩაჰკიდა და გულიაშვილმა ფაქტობრივად ორი მეტრიდან თავით გოლის გატანის აშკარაშა შანსი ხელიდან გაუშვა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილ „საბურთალოს“ 8 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობით „სიონმა“ თავი 5 ქულას მოუყარა და მეცხრეა.
თბილისის „დინამო“ „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა აიღო – 1:1. შეხვედრის მე-4 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც ყველას ანზორ მექვაბიშვილმა დაასწრო და სტუმრები დააწინაურა.
მე-14 წუთზე მირიან ჯიქიას შესრულებული სტანდარტულის შემდეგ ვაჯა ფაცაციამ თავით დაარტყა და ესპანელმა მეკარე პრიეტომ ნახტომში რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს მდგომმა სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
კახა ცხადაძის თავკაცობით  მეორე ადგილზე მყოფმ „დინამოს“ 13 ქულა აქვს და ბათუმელებს სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. გიორგი ჭელიძის „თელავი“  9 ქულით მეოთხეა.