ოჩიგავას სადებიუტო გოლი და გამარჯვება ვოლკოვის გუნდთან

0
4

„საბაჰის“ მცველმა ზურაბ ოჩიგავამ მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანში თავისი პირველი გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის 22-ე ტურში „საბაჰმა“ „ზირეს“ უმასპინძლა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი დავით ვოლკოვი გამოდის და 3:1 გაიმარჯვა.
წარმოშობით ქართველმა, მაგრამ უკრაინის მოქალაქე ოჩიგავამ ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გახსნა. 26 წლის ფეხბურთელი „საბაჰში“ მეორე სეზონია გამოდის და თავი პირველად გამოიჩინა. სტუმრებიდან 48-ე წუთზე საპასუხო ბურთი კეიტამ გაიტანა.
58-ე წუთზე, მასპინძლები მიკელსმა დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე როდრიგესმა საბოლოო წერტილი დასვა.
ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ წელს გოლი არ გაუტანია. 10 ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერია. „ზირე“ 36 ქულით 8 გუნდში მე-3 ადგილზეა, ხოლო „საბაჰი“ 32 ქულით მეხუთეა.