კვეკვესკირი შეცვლაზე შევიდა, კობოურის სრული მატჩი

0
7

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გამოდის წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა. პოლონეთის ექსტრაკლასას 28 ტურში პოზნანელები შინ „ლეგიას“ შეხვდნენ და ქულა აიღეს.
მასპინძლები 30-ე წუთზე სატკამ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სტუმრებიდან ანგარიში ლოპესმა გაათანაბრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. „ლეხმა“ ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. პოზნანელები 56 ქულით პოლონეთის ჩემპიონატს ლიდერობენ.
ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის 28-ე ტურში „კარვინა“, რომელშიც დავით კობოური გამოდის სტუმრად „სლოვაცკოსთან“ 1:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „კარვინა“ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.