„ბაიერნი“ მაროკოს ნაკრების მცველს იმატებს

0
11

ამტერდამის „აიაქსის“ მარჯვენა მცველი ნუსაირ მაზრაუი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას მიუნხენის „ბაიერნსსი“ განაგრძობს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მაროკოს ეროვნული ნაკრების 24 წლის მცველი გერმანულ გრანდთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელიწადი ავტომატურად გაგრძელდება.
მაზრაუის ხელფასი „ბაიერნში“ წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება. ალჟირელს ნიდერლანდელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და „ბაიერნში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
მაზრაუი „აიაქსის“ აღზრდილია და 2017-2018 წლების სეზონიდან მოყოლებული პირველ გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 134 მატჩში 10 გოლი გაიტანა.