არველაძემ სტუმრად მესამედ მოიგო

0
2

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალმა“ ზედიზედ 2 მატჩის წაგების შემდეგ, სამი ქულა აიღო. ინგლისის ჩემპიონშიფის მე-40 ტურში ჰალელები სტუმრად „მიდლსბროს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 74-ე წუთზე მასპინძლები კარი 21 წლი ფორვარდმა ლუის-პოტერმა აიღო და ქართველი სპეციალისტის გუნდს მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ არველაძის დანიშვნის შემდეგ „ჰალმა“ სახლში ერთხელ გაიმარჯვა, ხოლო სტუმრად – სამჯერ.
ჰალელებს 41 ქულა აქვთ და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზე არიან.