“შავი ლომის” მეორე მოგება ქარის თასზე

0
11

‘შავმა ლომმა’ ქარის თასის მეორე ტურში ‘ელეფანტს’ პორტ-ელიზაბეთში 25:22 სძლია. სტუმრებმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს 17:3 დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ შეცვდომები მოუმრავლდათ და მასპინძლებს სხვაობის შემცირების შანსი მისცეს.
პირველი 40 წუთი ქართველებმა კარგად ჩაატარეს. ‘შავი ლომი’ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში, მრავალფეროვნად უტევდა და მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა. ანგარიში მე-6 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა. სამ წუთში ლუკა ივანიშვილმა მეტოქეს ბურთი ხელიდან გამოსტაცა, კონტრშეტევა წამოიწყო, მას თემურ ჭიჭინაძე მიყვა, სისწრაფე აკრიფა და ლელოში შეფრინდა, ბაბუნაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.
‘ელეფანტსმა’ მე-16 წუთზე ჯარიმა გაქვითა, თუმცა თამაში რომ განახლდა სანდრო მამამთავრიშვილმა პირველი ბურთი მოიპოვა, მირიან მიდებაძემ შეუტია და ნიკო აფციაურს ოფლოუდი ამოუგდო, მან თითქმის 5-მეტრიანამდე ირბინა, რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა ხაზში და მიხეილ ბაბუნაშვილმა გრძელი გადაცემის შემდეგ ლელო გაიტანა, ბაბუნაშვილმა გარდასახა. დარჩენილი დრო უქულო ბრძოლაში გაილია და ‘შავი ლომი’ 17:3 დაწინაურდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, თუმცა მეტოქე მეტად მობილიზებული თამაშობდა და 55-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა. პასუხმა არ დააყოვნა. თამაში რომ განახლდა ბურთი მამამთავრიშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა, მოდებაძემ ორჯერ გაჭრა ხაზი და მისი პასით ჭიჭინაძემ დუბლი გაიფორმა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
თამაშის განახლებისთანავე უკვე სამხრეთ აფრიკელებმა მოიპოვეს პირველი ბურთი და სწრაფი ლელოთი გვიპასუხეს. დავით მოძღვრიშვილს 75-ე წუთზე მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი იყო. პასუხად, 78-ე წუთზე ‘ელეფანტსმა’ მოლით ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და დასკვნით წუთებში დაძაბულობამ იმატა, მაგრამ ‘შავმა ლომმა’ შეძლო თავის დაცვა და ტურნირზე მეორე გამარჯვების მოპოვება.
ეს ქართული ფრენჩაიზის მეორე მოგებაა ქარის თასზე. ის ახლა შინ დაბრუნდება და სრული შემადგენლობით, 17 აპრილს რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანურ ‘იბერიანზს’ „ავჭალაზე“ დაუხვდება, ქარის თასის მესამე ტურში კი, 23 აპრილს ‘ გრიფონს’ შეხვდება.

ქარის თასი. II ტური. 7 აპრილი
პორტ-ელიზაბეთი. მადიბაზ სთედიუმი
ელეფანტსი – შავი ლომი 22:25
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.
3 ლელო: ჭიჭინაძე (2), მ ბაბუნაშვილი
2 გარდასახვა: გ. ბაბუნაშვილი
2 ჯარიმა: გ. ბაბუნაშვილი