ხავი: „აინტრახტის“ ეშმაკური კონტრშეტევები ვერ შევაჩერეთ“

0
9

ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „ბარსელონა“ სტუმრად „აინტრახტს“ შეხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძლებიდან 48-ე წუთზე ანგარიში კნაუფმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 66-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა. კატალონიელებს ყველა ტურნირში ზედიზედ 14 მატჩია არ წაუგია – 10 გამარჯვება და 4 ფრე.
„ძალიან რთული და ფიზიკურად კარგად მომზადებული მეტოქე გვყავს. მათ კონტრშეტევებს როგორ შევწინააღმდეგებოდით არ ვიცოდით, ისე ვერ ვმოძრაობდოთ როგორც გვჩვევია და მოედნის საფარი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო.
ჩვეულებისამებრზე ცოტა საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვართ. უმეტეს შემთხვევაში ვისაც ინიციატივა აქვს უფრო მეტ მომენტ ქმნის, მაგრამ განვლილ მატჩში ასე არ იყო. ჩვენ მათი ეშმაკური კონტრშეტევები ვერ შევაჩერეთ. თუმცა, ეს ევროთასის თამაშია, რომელსაც სირთულე თან სდევს. ჩვენ ბევრი მომენტი ფლანგური შეტევებით შევქმენით. საუცხოო გოლი გავიტანეთ. „კამპ ნოუზე“ რთული შეხვედრა გველოდება, თუმცა იქ ჩვენი ფანები იქნებიან. პიკეს იმავე პრობლემა აქვს, რაც მას დიდი ხანია აწუხებს. იმედია, სხვა არაფერია“ – ციტირებს „ბარსელონას“ მწვრთნელს ხავის marca.com.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 14 აპრილს ჩატარდება.