კანკავა გამოჯანმრთელდა, კაშია თასზე არ ათამაშეს

0
8

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ექსკაპიტანმა ტრავმა მოირჩინა და ბრატისლავას „სლოვანში“ ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სლოვაკეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად „ტრენჩინს“ შეხვდნენ და მატჩი უგოლოდ დასრულდა. „სლოვანმა“ თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან 86-ე წუთზე სომეხი ლეგიონერი ბარსეგიანი გააძევეს.
36 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც 12 მარტს კუნთის ტრავმის გამო „რუჟემბეროკთან“ მატჩის 26-ე წუთზე შეცვალეს, სასტარტოში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ბრატისლაველთა განაცხადში ამჯერად ვერ მოხვდა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 19 აპრილს ჩატარდება.