19 წლამდე გოგონათა ნაკრების პირველი გამარჯვება შესარჩევში

0
8

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში, პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა, ანდორაში მიმდინარე B5 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს 2:0 სძლია. 47-ე წუთზე ანგარიში მაიკო ბებიამ გახსნა. 55-ე წუთზე, ბებიას პასით, გოლი მარიამ მოდრეკილაძემ გაიტანა.
B ლიგის მეორე რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 11 აპრილს, სლოვაკეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
საქართველო 2:0 სომხეთი