უნაი ემერი: „ბაიერნის“ დამარცხება მინდა“

0
34

უნაი ემერი „ვილიარელთან“ ერთად მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხებას საპასუხო შეხვედრაშიც აპირებს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში შინ გერმანელებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მხოლოდ დღეს ჩატარებული კარგი მატჩით არ შემოვიფარგლებით. შევეცდებით „ბაიერნი“ კიდევ ერთხელ დავამარცხოთ. 1:0 გამარჯვება ცოტაა, „ბაიერნი“ ფავორიტია და მისთვის წაგება არანორმალურია. უნდა გვიხაროდეს, მაგრამ საჭიროა ფრთხილად ვიყოთ.
წინ კიდევ 90 წუთია და „ბაიერნის“ დამარცხება მინდა. ამას თუ ვერ მოვახერხებთ გული დამწყდება, დღეს ჩატარებული კარგი მატჩის მიუხედავად“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა marca.com-თან.