„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს მიაჩნია, რომ ლონდონში მისი მუშაობის პერიოდში, გუნდმა „რეალთან“ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ მადრიდელებთან 1:3 წაგების შემდეგ განაცხადა.
„მძიმე მარცხია. იმ დროის განმავლობაში რაც აქ ვმუშაობ, „სტემფორდ ბრიჯზე“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ჩვენი სტანდარტებიდან იმდენად შორს ვიყავით, რამდენად ეს შესაძლებელია და ამიტომ, მარცხზე არ უნდა ვიწუწუნოთ.
ჩვენს დონეზე უნდა დავბრუნდეთ. პირველი ტაიმი „ბრენტფორდთან“ (1:4) შეხვედრის მეორე ტაიმის გამეორება იყო. შაბათს გასამართი შეხვედრისთვის უნდა განვეწყოთ და ჯერ „ბერნაბეუზე“ ვიზიტზე ფიქრის საჭირო არაა.
შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალე და ყველაფრის გამოსწორება გვსურდა. ვფიქრობდი, რომ „რეალს“ მოწყვლადი ადგილები საკმარისი აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნებისგან ძალიან შორს ვიყავით.
ეს ყველაფერი 5 დღის წინ განვიხილეთ. 5 დღის განმავლობაში 7 გოლი გავუშვით და არაფერი შეცვლიალ. ეს საგანგაშო სიტუაციაა“ – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა BT Sport-თან.