საქართველოს თასს ქუთაისი და ბათუმი გაითამაშებენ

0
16

საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს რეგიონის გუნდები შეხვდებიან. თასის მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” ტიტულს “ბათუმთან” დაიცავს. იმერული და აჭარული გუნდები ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 7 აპრილს, 18:30 საათზე შეხვდებიან.
ოთხთა ფინალის ნახევარფინალურ მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველი ნახევარფინალი ბევრად დაძაბული გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს თასის წინა გათამაშების ფინალისტები – “ქუთაისი” და “ოლიმპი” ხვდებოდნენ. შარშანდელ ფინალში იმერულმა კლუბმა ძალიან დაძაბულ ბრძაში დაამარცხა “ოლიმპი”, დღეაც კი გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა.
უაღრესად დაძაბული მატჩი ფინალი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა.შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. არადა, ოლიმპელები უმეტესწილად ლიდერობდნენ და ერთ ეპიზოდში 11 ქულითაც დაწინაურდნენ. ლიდერი 15-ჯერ შეიცვალა, თუმცა ქუთაისელთა მაქსიმალური ლიდერობამ მხოლოდ 4 ქულა შეადგინა.
მატჩის ბედი ერთმა შეტევამ გადაწყვიტა: “ოლიმპელმა” კახა ჯინჭარაძემ თანაბარ ანგარიშზე, დასრულებამდე 15 წამი რომ რჩებოდა, სამქულიანი ააცილა. ბურთი ქუთაისელებმა მოხსნეს და ოთარ ფხაკაძემ საჯარიმოს სიახლოვეს პასი აკაკი დვალიშვილს მიაწოდა, რომელმაც თავისი მე-20 და ქუთაისელთა გამარჯვების ქულა ჩააგდო – 86:84.
დვალიშვილი 20 ქულით ბომბარდირი გახდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. საუკეთესო შედეგი ადრიან ბოუიმ დააფიქსირა – 15 ქულა, 11 პასი, 4 ჩაჭრა. გიორგი კორსანტიამ 13-13 ქულა-მოხსნა მიითვალა, ჯარვის რეის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 11 ქულითა და 13 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა. 20 ქულა და 9 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ.
მეორე ნახევარფინალში “ბათუმმა” “მეგა”  65:55 დაამარცხა. ეს გუნდები ერთმანეთს ახლახან, სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში შეხვდნენ და ბათუმში გამართული მატჩი დამატებით დროში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “მეგამ” მოიგო. ამჯერად გამარჯვება ბათუმელებს დარჩათ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირულმა გუნდმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ლიდერობას პირველ პერიოდში რომ დაეპატრონა, თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.


“მეგა” მუდმივად კვალში იდგა და ცდილობდა ბათუმელთა წამოწევას, თუმცა შეხვედრა ისე ჩამთავრდა, თბილისურ გუნდს გამარჯვების შანსი არ მისცემია. მწირექულიან მატჩში აჭარულ გუნდში საუკეთესო შედეგი სოსო გოგნაძემ დააფიქსირა – 9 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი. 15 ქულითა და 5 პასით კაილ რიდლი გამოირჩა. “მეგაში” 17 ქულით საუკეთესო იყო დენგი აკუთი. 12 ქულა ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზეა.
ფინალური შეხვედრა “ქუთაისისა” და “ბათუმის” მონაწილეობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 7 აპრილს, 18:30 საათზე გაიმართება.