ქეცბაია და ლორია თასის ნახევარფინალში გავიდნენ

0
7

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის 1/2-ფინალში ითამაშებს. ფამაგუსტელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 1:2 წააგეს, ხოლო შინ 1:0 მოიგეს და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მასპინძლებიდან ერთადერთი ბურთი 43-ე წუთზე ვარდამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მსვლელობის დროს მსაჯმა აპოელის 4 მოთამაშე გააძევა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარა გიორგი ლორია განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. აპოელის რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი 70-ე წუთზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ნიქოზიელთა კიდევ 2 ქართველი ლეგიონერი – ფორვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ტრავმირებულნი არიან.