მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად „ჩელსის“ (3:1) დამარცხების მიუხედავად, წყვილიში საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა ჯერ გაურკვეველია.
„თამაშს დამაჯებელად ვაკონტროლებდით და სახიფათო კონტრშეტევებს ვანხორციელებდით. კარგი საღამო იყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ შუა გზაზე ვართ. ორგანიზებულობა ვაჩვენეთ, ხოლო ბენზემამ უბრალოდ საუცხოოდ ითამაშა. ხაზებს შორის თავისუფალ ზონებს ვპოულობდით.
უპირატესობა გვაქვს, მაგრამ მომავალ სამშაბათს განსხვევბული თამაში იქნება. რაც არ უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ვხვდებით.
მატჩამდე ბენზემა სტადიონზე შესასვლელ საშვს ვერ პოულობდა. მას ვუთხარი ეჩქარა, თორემ ვერ ითამაშებდა. საბედნიეროდ მან საშვი იპოვა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს BT Sport