Corriere dello Sport: “ნაპოლი” კვარცხელიაში 8 მილიონ ევროს გადაიხდის

0
4

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდ “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება.
როგორც ირკვევა, ნეაპოლიტანელები მზად არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბში 8 მილიონი ევრო გაიღონ. მანამდე, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ 21 წლის ფეხბურთელი სერია A-ს კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მისი ხელფასი 1,1 მილიონი ევრო იქნება.
ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, კვარაცხელიამ ბათუმის “დინამოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში მისი დებიუტი “თელავთან” (1:0) შედგა.