ბენზემა: „ასეთი საღამოები ზღაპრულია“

0
8

ქარიმ ბენზემასთვის ლონდონის „ჩელსისთან“ (3:1) სტუმრად გამარჯვება ზღაპრული საღამო იყო. მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „სტემფორდ ბრიჯზე“ ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ განაცხადა.
„ასეთი საღამოები, ისევე როგორც პსჟ-სთან მატჩი ზღაპრულია. ყველაფერი კარგად წარიმათ და პირველი წუთიდან საუცხოოდ ვთამაშობდით. ჩვენ მწყობრში ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძალიან კარგია, როდესაც „რეალი“ ასეთ მდგომარეობაშია.
ჰეთ-თრიქი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაუთრებით მესამე გოლმა დამაკმაყოფილა, რადგან მანამდე გაცუდებულ მომენტზე ვფიქრობდი.
ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი ნამდვილად გვჯერა. წინ კიდებ საპასუხო შეხვედრა გველოდება და წარმატებისთვის მთელ ძალას დავხარჯავთ“ – იუწყება ფრანგი ფორვარდის ნათქვამს marca.com.