დიეგო სიმეონე: „სიტი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“

0
11

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს საუკთესო გუნდად მიჩნია. არგენტინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად მანჩესტერელებთან 0:1 წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ დიად გუნდთან, რომელიც საუცხოოდ თამაშობს და შედეგს მაღალი დონის ინდივიდუალისტებით აღწევს, რომლებიც კარგ კოლექტივს ქმნიან.
ჩვენ თამაშის „ჩაკეტვა“ და კონტრშეტევების განხორციელება გვსურდა. პირველ ტაიმში წინ წიბ ვერ მივდიოდით, თუმცა, „სიტიმ“ ბურთი ჩვენი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. მეორე ტაიმში მათ გოლი „იპოვეს“.
ყოველთვის რაღაც უკეთესი უნდა მოიგონო. ეს ხანგრძლივი დაპირისპირებაა, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. „სიტისთვის“ სულ ერთია, რადგან ერთნაირად თამაშოვს. შესაძლოა, ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, ჩვენ როგორც შეგვიძლია ისე ვიბრძოლებთ“ – ციტირებს სიმეონეს marca.com.