დავითაშვილი ტულელებს დაშორდა

0
6

ზურიკო დავითაშვილმა ტულას “არსენალთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ტულელთა ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში კლუბს შეატყობინა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა სურდა და ეს ოჯახური მდგომარეობით ახსნა. მან მიმდინარე სეზონში “არსენალში” 23-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.
ამჟამად, დავითაშვილი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოში” ვარჯიშობს და კლუბთან კონტრაქტს მალე გააფორმებს.