უნაი ემერი: „ბაიერნთან“ გამარჯვების შანსი გვაქვს“

0
11

„ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის მიაჩნია, რომ მისს გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ ბარიერის გავლა შეუძლია.
„ბაიერნი“ „იუვენტუსისგან“ ძალიან განსხვავდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძლიერი გუნდია, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების კიდევ ერთი აშკარა პრეტენდენტი, მაგრამ „ბაიერნი“ განსხვავებულად თამაშობს. ბუნებრივია, მომავალ მატჩებში ჩვენი ტაქტიკაც განსხვავებული იქნება. თუმცა, სწორედ ესაა რაც ყველას მოსწონს და მოტივაციას აძლევს – სტილისა და ფილოსოფიის დაპირისპირება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს ახასიათებთ.
თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ „არსენალთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ჩელსისთან“, „ატალანტასთან“ ან „იუვენტუსთან“ თამაშის დროს, თქვენ გამარჯვების შანსი ყოველთვის გექნებათ. ახლა დაპირისპირება „ბაიერნთან“ მოგვიწევს. ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს და გამარჯვების შანსი გვაქვს“ – ციტირებს ემერის უეფას პრესსამსახური.
„ვილიარეალი“ 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში „ბაიერნს“ 6 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი გერმანიაში 12 აპრილს ჩატარდება.