დიეგო სიმეონე: „მანჩესტერ სიტის“ ჩვენზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს“

0
12

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს თქმით, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები მის შეგირდებზე გაცილებით ძლიერები არიან, მაგრამ წინ ორი თამაშია. მან ამის შესახებ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მანჩესტერში გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„მთელი ზეწოლა ჩვენზეა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს შესაბამისი სიტყვაა. ჩვენზე დიდი პასუხისმგებლობაა. „მანჩესტერ სიტის“ დიადი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ჩვენი გუნდის მოთამაშებზე გაცილებით ძლიერები არიან. თუმცა, წინ ორი მატჩია.
„სიტი“ და „ბაიერნი“ ლიდერობენ, მაგრამ შარშან „ჩელსიმ“ გაიმარჯვა. ამ გუნდისგან ამას არავინ ელოდა, მაგრამ მათ მოუმატეს და უფრო გაძლიერდნენ. „მანჩესტერ სიტის“ მსგავს გუნდებში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა ბურთი დაიბრუნონ და მეტოქეს შემტევი ფეხბურთი შესთავაზონ. „სიტისთვის“ თვალის დევნება სასიამოვნოა, რადგან როგორც მთლიანად გუნდი, ასევე ცალკეული ფეხბურთელები ვითარდებიან. ყველაზე მეტად მომწონს დე ბრუინი და სტერლინგი პრესინგს როგორ თამაშობენ. ისინი მუდმივად აქტიურად მოქმედებენ და ბურთის დაკარგვის დროს არ ნებდებიან. გვარდიოლა მათ ნიჭს გარკვეული მოცულობის სამუშაოთი ტვირთავს და ეს ნებისმიერ მწვრთნელს მოეწონება“ – ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს As.com.
დღეს, მანჩესტერში მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.