„ალავესმა“ მენდილიბარი დაითხოვა

0
10

საფეხბურთო კლუბ „ალავესის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხოსე ლუის მენდილიბარი დაითხოვეს.
61 წლის ესპანელი სპეციალისტი გუნდს სათავეში გასული წლის დეკემბერში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 12 მატჩიდან „ალავესმა“ 1 მოიგო, 4 დრედ დაასრულა და 7 წააგო.
30-ე ტურში „ალავესი“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 1:4 დამარცხდა და ეს მატჩი მენდილიბარისთვის ვიტორიელთა სათავეში ბოლო აღმოჩნდა.
ბასკებს 22 ქულით ესპანეთის ლა ლიგაში ბოლო მე-20 ადგილი უკავიათ.