19 წლამდე გოგონათა ნაკრები ანდორასთან დამარცხდა

0
10

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი, ჯგუფის მასპინძელ ანდორასთან, მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 10 ფეხბურთელით დარჩა. 52-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ლიკა ქობალავა გააძევა. მატჩის ერთადერთი გოლი კი, 64-ე წუთზე, მასპინძლებმა 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანეს. თავი გუნდის კაპიტანმა, მარია მოლესმა გამოიჩინა.
B ლიგის მეორე რაუნდის მეორე შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 8 აპრილს, სომხეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.
 ანდორა 1:0 საქართველო