ცეცაძემ “ტორპედოს” გადადგომის თხოვნით მიმართა

0
10

გია ცეცაძემ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. ეს ინფორმაცია ქუთაისელთა პრესსამსახურმა დაადასტურა:
“ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ. ხვალ 15:00, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია”.