სიჭინავამ ფინეთში გამარჯვებით დაიწყო

0
10

ნიკა სიჭინავას დებიუტი ფინეთის უმაღლეს ლიგაში შედგა. კუპს-ი, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი სეზონის დაწყებამდე შეურთდა, შინ ტურკუს „ინტერს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. სიჭინავა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მან მიმდინარე სეზონი კოვალივკას „კოლოსში“ დაიწყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, კლუბი დატოვა და კარიერას ფინეთში განაგრძობს.
სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის მე-8 ტურში „ჯეონამმა“, სადაც ნიკა კაჭარავა გამოდის „სეულ ე-ლენდი“ მიიღო და ქულა აიღო – 1:1. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. „ჯეონამი“ 12 ქულით 11-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზეა.