კიტეიშვილმა ლოჩოშვილს მოუგო

0
7

ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში გრაცის “შტურმი”, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერს” შეხვდა და სამი ქულა აიღო. ლოჩოშვილმა თავის არეში მიღებული დაზიანების გამო საქართველოს ნაკრების მიერ მარტში ბოსნიასთან (1:0) და ალბანეთთან (0:0) სტუმრად ჩატარებული ამხანაგური მატჩები გამოტოვა, მაგრამ გამოჯანმრთელთა და დამცავი ნიღბით შეუცვლელად ითამაშა. კიტეიშვილი ოპერაციის შემდეგ სათამაშო ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა. “შტურმი” 26-ე წუთზე ზარკარიამ დააწინაურა, ხოლო 47-ე წუთზე ჰოილუნდმა მეორე გოლი გაიტანა.
ორივე გუნდი პირველ ექვსეულშია და ევროთასების საგზურისთვის იბრძვის – “შტურმი” 24 ქულით მეორეა, ხოლო “ვოლფსბერგერი” 18 ქულით – მეხუთე.