ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა

0
3

დავით ხოჭოლავამ მიმდინარე წელს „კოპენჰაგენის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. დანიის სუპერლიგის ზედა ექვსეულის პირველ ტურში კოპენჰაგენელები სტუმრად „ოლბორგს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ხოჭოლავამ, რომელმაც ოჯახური ტრაგედიის გამო მარტის ამხანაგური მატჩები – ბოსნიასთან (1:0) და ალბანეთთან (0:0), გამოტოვა, შეუცვლელად ითამაშა. მან 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კოპენჰაგენიდან“ გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე კლაესონმა გაიტანა.
კოპენჰაგენელები 51 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეორე პოზიციაზე მყოფ „მიდტიულანდს“ 9 ქულით ასწრებენ.