ზივზივაძის მერვე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში

0
17

ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტის“ მაისურით კიდევ ერთი გოლი გაიტანა. უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 26-ე ტურში „უიპეშტმა“ აუტსაიდერი მტკ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. 63-ე წუთზე ანგარიში კატონამ გახსნა. 83-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქის საჯარიმოში სიახლოვეს მიიღო ბურთი, მასპინძლების ჯერ ერთ ფეხბურთელს გასცდა, შემდეგ მეორეს და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „უიპეშტში“ განათხოვრების შემდეგ თავის ანგარიშზე მე-6 ბურთი ჩაიწერა, ხოლო მანამდე ორჯერ მეტოქეები ფეჰერვარის მაისურით დაამწუხრა. ზივზივაძე 83-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად „უიპეშტის“ სასტარტოში გიორგი ბერიძეც იყო, რომელმაც მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. „უიპეშტი“ 33 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.