მამარდაშვილმა გოლი მერვე მატჩში არ გაუშვა – King of the match

0
17

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში გოლი კიდევ ერთ მატჩში არ გაუშვა. 30-ე ტურში „ვალენსია“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გამოდის, შინ „კადისს’ შეხვდა და მხოლოდ ქულა აიღო – 0:0. მართალია, ვალენსიელთა პირველი მეკარე ნიდერლანდელი იასპერ სილესენი გამოჯანმრთელდა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ისევ ქართველს ენდო.
მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლები გოლის გაშვებას გადაარჩინა, როდესაც „კადისის“ კონტრშტეტევის დროს ახალო მანძილიდან ალვარო ნეგრედომ თავით დაარტყა და ქართველმა გოლკიპერმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მამარდაშვილმა ლა ლიგაში მე-13 მატჩი ჩაატარა და 8 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა. ის “კადისთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – King of the match. “ვალენსია” 41 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.