აბურჯანიას გუნდმა ხანგრძლივი წაუგებელი სერია შეწყვიტა

0
13

„ჟილ ვისენტემ“, სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ხანგრძლივი წაუგებელი სერია შეწყვიტა. 28-ე ტურში ბარსელუშელები სტუმრად „აროუკას“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მასპინძლები 55-ე წუთზე ანდრე სილვამ დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში მან მეორე გოლი გაიტანა. სტუმრებიდან ერთადერთი ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე კუნიას ანგარიშზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო,. „აროუკასთან“ დაპირისპირებამდე „ჟილ ვისენტე“ 12 შეხვედრაში არ დამარცხდა – 7 გამარჯვება და 5 ფრე. „ჟილ ვისენტე“ 46 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ის მე-7 ტურში „ულსანი“ სტუმრად „ინჩხონს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. სტუმრებმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნეს, მასპინძლებმა კი საპასუხო ბურთი 75-ე წუთზე გაიტანეს. ყაზაიშვილი მიმდინარე სეზონში მეორედ სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. „ულსანი“ 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.