მიქაუტაძემ გოლის გემო გაიხსენა

0
3

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატში გოლი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიტანა. 33-ე ტურში „სერენი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის სტუმრად „ოსტენდეს“ შეხვდა და ქულა აიღო – 2:2.
მასპინძლები იალოვმა დააწინაურა, ხოლო 39-ე წუთზე სისემ ბურთი თავის კარში გაიტანა – 1:1. 55-ე წუთზე მიქაუტაძემ „სერენი“ ისევ დააწინაურა, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გეიეიმ ანგარიში გაათანაბრა.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. „ოსტენდესთან“ შეხვედრამდე მან 27 იანვარს შინ „ბეერსხოტთან“ 2:1 მოგებულ მატჩში პენალტი გაიტანა. „სერენი“ 28 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.