კვეკვესკირმა სტუმრად მოიგო, კაკაბაძე განაცხადში არ იყო

0
6

პოზნანის “ლეხმა”, სადაც ნიკა კვეკვესკირის გამოდის პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში “შლიონსკი” სტუმრად 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე სკორასმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. “ლეხს” 55 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” სტუმრად “სტალს” 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ალბანეთთან (0:0) სტუმრად ამხანაგურ მატჩი გამოტოვა, არც კრაკოველთა განაცხადში იყო. “კრაკოვია” 35 ქულით მე-9 ადგილზეა.