გვილია „რაკუვის“ სასტარტოში დაბრუნდა, გაგნიძის დებიუტი გადაიდო

0
13

ვაკო გვილიამ „რაკუვის“ სასტარტო შემადგენლობაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ითამაშა. პოლონეთის ექსტრაკლას 27-ე ტურში „რაკუვი“ სტუმრად პოზნანის „ვარტას“ ესტუმრა და 2:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამარჯვებულთა სასტარტოში გასული წლის 31 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. რაკუველთა განაცხადში კიდევ ერთი ქართველი ნახევამრცველი ლუკა გაგნიძე არ იყო. მან კლუბთან კონტრაქტი გასულ კვირაში გააფორმა. „რაკუვი“ 55 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა.

საბერძნეთის სუპერლიგა 1-ის 28-ე ტურში „ლამიამ“, რომელიც ქვედა 8 გუნდშია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, შინ ოფი-სთან 1:2 წააგო. მასპინძლების რიგებში თამაშში თავდამსხმელი ბაჩანა არაბული 66-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ნახევარმცველი ნიკა ნინუა განაცხადში არ იყო. „ლამია“ 21 ქულით ქვედა 8 გუნდში მე-7 ადგილზეა.
უზბეკეთის სუპერლიგის მე-4 ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივი“ შინ „ნასაფთან“ 0:1 დამარცხდა. ნახევარმცველი კახა მახარაძე, რომელიც გუნდის კაპიტანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
„ნავბახორი“, რომელშიც ელგუჯა გრიგალაშვილი გამოდის გასვლაზე „ფახთაქორთან“ 0:2 დამარცხდა. ქართველი შუახაზელი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და მოედანი 65-ეზე დატოვა.
აზერბაიჯანის სუპერლიგის 21-ე ტურში აგდამის „ყარაბაღმა“ თავის მოედანზე „საბაილი“ 5:1 გაანადგურა. მასპინძლების სასტარტოში მეკარე ლუკა გუგეშაშვილს არ უთამაშია, რომელსაც მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს.