ჩაკვეტაძის პირველი გოლი მეორე ბუნდესლიგაში

0
3

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა. მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში „ჰამბურგმა“ „პადერბორნი“ მიიღო და 1:2 წააგო. სტუმრები პირველ წუთზე სრბენიმ დააწინაურა, რომელმაც 61-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ჩაკვეტაძე თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საჯარიმოში გარედან დაარტყა – „პადერბორნის“ მეკარე უხეშად შეცდა და ბურთი კარში აღმოჩნდა. აღსაანიშნავია, რომ მასპინძლები ქულასაც გადაარჩენდნენ 57-ე წუთზე გლატცელს, რომ პენალტი გამოეყენებინა. „ჰამბურგს“ ზედიზედ 5 თამაში არ მოუგია და 42 ქულით 18 გუნდში მეექვსეა.