ბათუმელთა მინიმალური მოგება „თელავთან“, კვარაცხელიას დებიუტი

0
15

ბათუმის „დინამოში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში „თელავთან“ საშინაო მატჩში შედგა. თითქმის ბოლომდე შევსებულ „აჭარაბეთ არენზე“  გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში თელაველებს პირველი მარცხი აგემა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 32-ე წუთზე, ბათუმელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი შეტევის მარცხენა ფლანგზე ანტონ თოლორდავას გასცდა, ხოლო საჯარიმოში შეჭრილს ფეხებში ფირუზ მაგრაქველიძე ჩაუვარდა და წააქცია. მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა – 1:0.
შესვენების შემდეგ თამაშში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „დინამოსთან“ 2-წლიანო ხელშეკრულება გააფორმა. უდიდესი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად ბათუმელებმა მეორე ტაიმში ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, როდესაც თორნიკე გაფრინდაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
ბათუმელები 13 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან, ხოლო გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი “თელავი” 7 ქულით მეხუთეა,