გიორგი შერმადინი ესპანეთში მარტში საუკეთესოდ დაასახელეს

0
15

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის MVP-ად დაასახელეს.
ამ თვეში “ტენერიფეს” ქართველი ცენტრის საშუალო მონაგარი 17.2 ქულა და 6 მოხსნაა. იგი ორქულიანებს 77-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24.4 ჰქონდა. შერმადინი მიმდინარე  სეზონში პირველად გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო ტურის საუკეთესოს ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.
მიმდინარე სეზონის განვლილ 6 თვეში MVP-ის ტიტულები ასე გადანაწილდა: 
სექტემბერი – ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა)
ოქტომბერი – ვალტერ ტავარეში (რეალი)
ნოემბერი – ჯეისონ გრეინჯერი (ბასკონია)
დეკემბერი – ჯანან მუსა (ბრეგანი)
იანვარი – ჯეიმს ვები (მურსია)
თებერვალი – ჯანან მუსა (ბრეგანი)
მარტი – გიორგი შერმადინი (ტენერიფე)
შეგახსენებთ, რომ შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მოქმედი MVP-ია. იგი გასული, 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

გოჩა კაჭარავა