პიკე: „ესპანიოლის“ სტადიონზე თამაში სექსზე უკეთესია“

0
10

„ბარსელონას“ მცველ ხერარდ პიკესთვის „ესპანიოლთან“ თამაში მისთვის სექსზე უკეთესია.
„დიდი ხანია უკვე იმდენი ფული მაქვს, რამდენიც „ესპანიოლის“ ბიუჯეტშია. „ესპანიოლის“ სტადიონზე თამაში უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე „რეალის“ სტადიონზე.
ამ გუნდის ლა ლიგაში დაბრუნება გამეხარდა. მომწონს როდესაც მოედანზე გავდივარ და მისტვენენ – ამ დროს იცინი, ხოლო გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტად ბრაზობენ. მსოფლიოში ამას არაფერი შეედრება, ვიტყვი, რომ ეს სექსზე უკეთესია.
ამ ხალხში გასული წლების განმავლობაში ბრაზი და წყენა დაგროვდა. „რეალის“ გულშემატკივრები უფრო კეთილგანწყობილნი არიან“ – ციტირებს „ბარსელონას“ კაპიტანს marca.com.