ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

0
22

ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა serieanews.com-თან განაცხადა:
„მისი აგნეტი ჩემი ძველი მეგობარია. მან თქვა, რომ ხვიჩას ბათუმის „დინამოში“ აყვანის შანსი გვექნებოდა, რაზეც მაშინვე დავთანხმდი. ჩვენ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. უახლოს ზაფხულში ძალიან საინტერესო მოვლენები გველოდება. ხვიჩა თავად გადწყვეტს სად წავა. მისი გადაბირების ფანტასტიკური შანსი გვქონდა, რომელიც ხელიდან არ გავუშვით. ის თავის ყოფილ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე მოელაპარაკა. ხვიჩა ჩვენთან თავისუფალ აგენტად გადმოვიდა და „რუბინში“ აღარ დაბრუნდება.
„ნაპოლიში“ გადასვლას რაც შეეხება, ეს კითხვა მასსა და აგენტს უნდა დაუსვათ. ბედნიერი ვიქნები თუ „ნაპოლის“ მსგავს პრესტიჟულ კლუბში გადავა, მაგრამ ამ საკითხზე არ გვისაუბრია“.