გარეთ საუთგეიტი: „ინგლისს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია“

0
9

გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია. ინგლისელთა თავკაცმა ამის შესახებ skysports.com-თან ისაუბრა:
„მიმდინარე კვირაში ჩვენ გუნდს ვუთხარით: „თუ ნახევარრფინალში გავალთ, მაშინ ფინალში გასვლასაც მოვახერხებთ და ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. თუ ფინალში მოვხვდებით, მაშინ გამარჯვებაც შეგვიძლია, რაც ცხადია.
ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთულია და ჩვენ იდეალთან რაც შესაძლოა მიახლოებული უნდა ვიყოთ. ეს ჩვენთვის გამოწვევაა. ტურნირამდე კარგ სათამაშო ფორმაში უნდა შევიდეთ. ამისთვის ყოველ დღე რასაც ერთად ვატარებთ მაქსიმალურად უნდა ვიმუშავოთ.
ვიცით, რომ 3-4 წლის განმავლობაში სტაბილურად ვთამაშობთ. ინგლისი ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია და ვფიქრობ, ასეთი ბევრი არაა“.
შეგხსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ მოიგო – 1966 წელს.