ოფიციალურად: რუდ ვან ნისტელროი პსვ-ს გაწვრთნის

0
12

პსვ-ს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რუდ ვან ნისტელროიმ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და მოვალეობის შესრულებას ზაფხულიდან შეუდგება. ის გერმანელ როჯერ შმიდტს შეცვლის, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან წავა.
ვან ნისტელროის ასისტენტი ფრედ რუტენი იქნება, რომელიც მანამდე „ტვენტეს“, „შალკეს“, პსვ-ს და „ფეინოორდს“ ავარჯიშებდა. ასევე, პსვ-ში ყოფილი სპორტული დირექტორი მარსელ ბრანდსი დაბრუნდება, რომელიც 2018-2021 წლებში „ევერტონში“ მუშაობდა.
ნიდერლანდების ერედივიზიონში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ ეინდჰოვენელები მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „აიაქსს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.